ნაცმელაძე პროკურატურაში დაიბარეს

ნოდარ მელაძე, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი თანამშრომელი და „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი შაბათს, 11 საათზე, პროკურატურაში დაიბარეს. საქმე, როგორც ჩანს ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ ერთპიროვნული მმართველობის ეპიზოდს უკავშირდება. ცნობილია, რომ დაკითხვაზე უკვე იყვნენ გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი. ამჯერად ჯერი გვარამიას კიდევ ერთ თანამოაზრეზე, მელაძეზე მიდგა.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე“ – ავრცელებს პროკურატურა.