„ოქროს საწმისის“ პრეზიდენტისგან გოტმიოლერს

საქარტ6ველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს “ოქროს საწმისი” გადასცა,რის შემდეგაც გოტმიოლერი სიტყვიტ გამოვიდა:

„ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას. ჩემთვის პატივია ასეთი პრესტიჟული, „ოქროს საწმისის“ ორდენი. ნატო-ს უნიკალური პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ჩვენი კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. საქართველო გახლავთ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი, რომელიც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს გადავისროლოთ ძალები მოკლე პერიოდში, სადაც კი საჭიროა. მ საზეიმო მომენტში მინდა ყველა იმ მამაც მეომარს პატივი მივაგო, რომელმაც სიცოცხლე დათმო ავღანეთის მისიაში. ჩვენ ჭეშმარიტად მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. ნატო-ს მხარდაჭერის არსებითი პაკეტი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ კონსულტაციებს ვახორციელებთ კიბერსაფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. წვრთნები, რომელიც საქართველოში გაიმართა და რომელშიც 24 მოკავშირე იყო ჩართული, გვავალდებულებს კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ ერთიანი უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ. მე, ძალიან ვამაყობ იმ საგოტმიოლერმამუშაოთი, რაც ნატო-მ და საქართველომ ერთად ჩაატარეს. განსაკუთრებით საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელბას ველოდები“ – აცხადებს გოტმიოლერი.