„ზაქარია, ჯიგარო, @ლეობა ვის არ გაუკეთებია…“- სირცხვილია „სირცხვილიას“ აქტივისტო

დღეს, პრესკომფერენციის მსვლელობისას, ზაქარია ქუცნაშვილმა ერთ-ერთი ანარქისტი „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის, მამაზე განაცხადა:
„ქაჯობაა, აბა სხვა რა არის ეს. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი, მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ. იქნებ ეგეც მოიკითხოთ“.
მის ამ განცხადებას მაქარაშცილი წარმოუდგენელი აღშფოთებითა და აგრესიით შეხვდა, თუმცა გასაკვირი არ არის, ეს მისთვის და მისნაირი „სირცხვილიებისთვის“ ჩვეულებრივი ტონია.