„ამ ყველაფერს ერთი მიზანი, კრიტიკული მედიის გაუქმება, ჰქონდა.“- საძაგლიშვილი გვარს ამართლებს

ნაც დაჯგუფების წევრის, ზაალ უდუმაშვილისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ლაფერაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ “რუსთავი 2” – ის საქმეზე გამოძიების წარმართვის, მით უმეტეს ამა თუ იმ პირის პასუხისგებაში მიცემის არანაირი საფუძველი არ არსებობს. საძაგლიშვილის განმარტებით, ამ ყველაფერს ერთი მიზანი, კრიტიკული მედიის გაუქმება, ჰქონდა.
„ამ ყველაფერს აქვს ერთი შეფარული მიზანი. იმ მდგომარეობის ახსნა, რა მდგომარეობაშიც დღეს კომპანიაა. „რუსთავი 2“-ის გაკოტრება უნდათ ახსნან იმით, რომ წინა დირექტორი და მისი მოადგილეები ფინანსური დარღვევების გამო, ზიანს აყენებდნენ კომპანიას და კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა წინა მენეჯმენტის ბრალია. რაც სრული აბსურდია, რადგან წინა მენეჯმენტის დამსახურება იყო ის, რომ „რუსთავი 2“ ყველაზე მაღალრეიტინგული და მაღალშემოსავლიანი ტელევიზია იყო. ამ ყველაფერზე მეტყველებს სტატისტიკა, რა მდგომარეობა იყო მაშინ კომპანიაში და რა მდგომარეობაა დღეს. ასე რომ, ამ საქმეს არანაირი საფუძველი არ გააჩნია“- აცხადებს საძაგლიშვილი.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადვოკატს საკუთარი გვარი იდეალურად შეეფერება. ისეთი ადამიანების დაცვა, როგორებიც არიან გვარამია, ლაფერაშვილი და უდუმაშვილი ნამდვილად საძაგლობაა. მათი დაცვა და მათ გვერდით დგომა, მათ „სისხლიან საქმეებში“ ხელის გასვრის ტოლფასია. ყველაფრის მკადრებელ და ყველაფრის ნამუსზე დამტევ ადამიანებს ნამდვილად „საძაგელი-შვილი“ ადვოკატი უნდა ჰყავდეთ.