Starbucks, იაპონიაში ანგარიშწორებისთვის კალამს იყენებს

Starbucks, იაპონიაში ანგარიშსწორებისათვის უკვე ახალ მოწყობილობას, კალამს იყენებს. Starbucks Touch: The Pen –მოწყობილობაში ჩაშენებულია წამკითხველი, რომელიც, თავის მხრივ, იაპონელი მომხმარებლის ელექტრონულ საფულეს უკავშირდება.გადახდის მსგავსი მეთოდი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც სეირნობისა და ყავის მირთმევის რიტუალისას, სმარტფონისგან თავის შორს დაჭერას არჩევენ. კალმის ფასი 4000 იენი, ანუ, დაახლოებით, 37 დოლარია.