4 ოქტომბერი, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

4 ოქტომბერს, უკვე 88 წელია, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1931
წელს ფლორენციაში ბუნების დაცვის მომხრეების საერთაშორისო კონგრესზე, ეს დღე
ცხოველთა დაცვის დღედ მიიღეს, სწორედ მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების ცხოველთა
დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს
დღე.
ამ დღის მიზანი ხალხში, ცხოველთა მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა და მათ
უფლებების დაცვაა.
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ ეს დღე
საქართველოში პირველად 2009 წელს აღინიშნა.
2011 წელს, საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა სიაში, სადაც
სისტემატურად აღინიშნება ეს დღე.