პროფ-საგანმანათლებლო პროგრამებზე სრული დაფინანსებით სწავლების რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყო. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წამოიწყო.
საქართველოს ყველა რეგიონში, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასრუველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ონლაინ რეჟიმშიც, www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.
დარეგისტრირება 15 ოქრომბრამდეა შესაძლებელი.