„გირჩის“ „შმაქსის“ მერკანტილური განზრახვები

“გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ახალი ორგანიზაციის, “შმაქსის” პრეზენტაცია მოაწყო. მან თქვა, რომ ეს რეფორმა და სახელმწიფო რეგულაცია ათი ათასობით ადამიანს ტოვებს შემოსავლის გარეშე და მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, შეეშვან ტაქსაობას და “დაიწყონ შმაქსაობა.”
ამ უკანასკნელი განცხადებიდან ნათლად ჩანს ის, რომ ჯაბარიძეს ტაქსის მძღოლების დახმარება კი არა, საკუთარი ბიზნესის კეთილმოწყობა სურს. პოლიტიკოსობა საქართველოში სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მიზნების ლამაზად შეფუთვა და ხალხისთვის მიწოდება. როგორც კი სახელწიფო გადაწყვეტს ქვეყნის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი რეფორმები გაატაროს, აუცილებლად გამოჩნდება ოპოზიციონერი, რომელიც ამ ყველაფერს ხელს შეუშლის. გარკვეული დათმობების გარეშე შეუძლებელია ქვეყანამ წინ დაიწყოს სვლა. ტაქსების რეგულაციის შემდეგ გადაადგილება საზოგადოებისთვის მეტად უსაფრთხო უნდა გამხდარიყო, შესაბამისად ავტოკატასტროფების ოდენობაც დაიკლებდა, თუმცა გამოჩნდა „გირჩი“ და გამოჩნდა „შმაქსი.“ არ შეიძლება ადამიანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსი, ამდენად მერკანტილური და წინდაუხედავი იყოს.