ევროპა facebook-ზე შეზღუდვებს აწესებს

ევროპის უმაღლესი სასამართლო ახალ რეგულაციებს აქვეყნებს. რამდენიმე საათის წინ გასაჯაროვდა, რომ კომპანიები ამიერიდან შეძლებენ facebook ადმინისტრაციას მოთხოვონ ნებისმიერი შინაარსის მასალა შეზღუდონ გლობალური მასშტაბით.
ამის მიზეზი ავსტრიის მწვანეთა პარტიის სპიკერი, ევა გლოუიშნიგი გახდა. ის ბულინგის მსხვერპლი გახდა. დამამცირებელი პოსტები მისი მისამართით პირადი პროფილებიდან შემოდიოდა, თუმცა ის მალევე კამპანიად გადაიქცა. შესაბამისად, მწვანეთა პარტიამ მოითხოვა კონტენტის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სხვა ქვეყნებში დაბურვა. ეს ქმედება, აიძულებს სოციალურ პლატფორმებს, მეტი ყურადღებითა და კონტროლით მოეპყრნონ კონტენტებს. ამიერიდან მსგავსი შინაარსის პოსტები არაკანონიერად ითვლება.