EBRD-ი ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტს აფინანსებს

ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მაგისტრალის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის, 60 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა. ასევე ცნობილია, რომ ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ეს გვირაბი მსოფლიო მასშტაბით უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

“საინტერსოა რას გააკეთებს ამ ფულით მუდამგაღიმებული მაია ცქიტიშვილი, რომელსაც მეორე წერია თუ აუდიტის სამსახური თუ საზოგადოება აკრიტიკებს იმაზე, რომ გამოყოფილ თანხებს ვერ ხარჯავს“. ბოლო ანგარიშით 2019-ში სამინისტრომ მხოლოდ 26% აითვისა. და ეს ყველაფერი ქვეყანაში სადაც სოფლებს გაზი და მისასვლელი გზები არ აქვთ.