ილიაუნს, 24 ნოემბერს, აბასთუმნის ობსერვატორია ჩამოერთმევა

მთავრობის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება.
აღნიშნულმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს ასევე ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ობსერვატორია ილიაუნის 2019 წლის 24 ნოემბერს გამოეყოფა.