მხრჩოლავ მიკროავტობუსებს შეცვლიან

თბილისის მერმი, კახა კალაძე, მოძველებული მიკროავტობუსების შეცვლასთანაც დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც მერმა განმარტა, ამ მოთხოვნით არაერთხელ მიუმართავს სატრანსპორტო კომპანიისთვის, რის შედეგადაც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დაზიანებული, ან მოძველებული მიკროავტობუსების შეცვლასთან დაკავშირებით. ამ პრობლემსი მოგვარებით, ერთდროულად ორი საკითხი გადაიჭრება, პირველი – მოსახლეობა ახალ, გამართულ საჯარო ტრანსპორტში მეტად კომფორტულად იგრძნობს თავს; მეორე – გამართული ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ნაკლებად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად, შედარებით გაუმჯობესდება დედაქალაქში უჟანგბადობის პრობლემა.