უკრაინაში ქართველი თავდამსხმელის ლიკვიდაციის კადრები უკრაინამ გაასაჯაროვა

კიევის ოლქის, სოფელ ხოტიანოვსკაში, მოკლული თავდამსხმელი, საქართველოს მოქალაქე, შოთა ჭიჭიაშვილი აღმოჩნდა. მისი მოკვლის მიზეზი, სპეცრაზმელთა ჯგუფზე თავდასხმა იყო, რის შედეგადაც ორი KORD- ის თანამშრომელი დაიჭრა.
გარდაცვლილ ჭიჭიაშვილს 22 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ადამიანთა გატაცებასა და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში, არაერთი გახმარურებული საქმეც, როგორიცაა, ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს და 18 წლის წინ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცება.
ჭიჭიაშვილი, ასევე, ესპანელი ბიზნესმენის, ანტონიო ტრემელიოსა და ფრანცისკო როდრიგოს გატაცების ორგანიზატორი იყო. ესპანეთის თავრობამ გამტაცებელს, მათ გასათავისუფლებლად 2 მილიონი დოლარი გადაუხადა:
გთავაზობთ ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის კადრებს: