ბორჯრალოსნებმა ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან 10:45 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან 10:45 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფიჯელებმა 7:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ფიჯელებმა 6 ლელო დადეს. ქართველებმა კი მხოლოდ 7 ქულის დაგროვება შეძლეს, 55-ე წუთზე მამუკა გორგოძის ლელო სოსო მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა. საბოლოოდ ბორჯღალოსნები 10:45 დამარცხდნენ.
ბორჯღალოსნები მორიგ შეხვედრას ავსტრალიის ნაკრებთან 11 ოქტომბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.