გახარია “კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრია

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან, – ეს განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
მაგალითად, ლარის კურსი, რომელიც ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მათი მანდატების შესაბამისად, გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი“,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.