სროლა ვერაზე

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა. გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 5-ჯერ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა დაშავებული, თუმცა ადგილზე ამ წუთისთვის მისულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ასევე სამართალდამცველთა და კრიმინალისტების ჯგუფები.