სააკაშვილი პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხაილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ იგი შეიტანს საჩივარს გენერალურ პროკურატურაში მისი “გატაცებისა და უკრაინიდან უკანონო გაძევების შესახებ”, რომელიც განხორციელდა პეტრო პოროშენკოს “პირადი ბრძანებით”. ამის შესახებ სააკაშვილმა დაწერა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
”დღეს მე ვაყენებ საჩივარს გენერალურ პროკურატურასთან ჩემი გატაცებისა და უკრაინიდან უკანონო გაძევების შესახებ, რომელიც განხორციელდა პოროშენკოს პირადი დაკვეთით მისი დაცვის წევრებისა და კონონენკოს დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ, რომლებიც გადაცმულნი იყვნენ, როგორც სამოქალაქო პირები”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პოლიტიკოსის აზრით, მისი პრეტენზიები საკმარისი იქნება “მრავალწლიანი სასჯელისთვის”.
ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის პრეტენზიები არ სრულდება. „ნამუსიც კარგი საქონელია“, თავისი სისხლიანი მმართველობის დროს ხალხი უგზო-უკვლოდ რომ იკარგებოდა, როგორც ჩანს დაავიწყდა. მის მეხსიერებას ისიც გამორჩა ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ საქართველოს მოქალაქეობა რომ ჩამოართვა. სააკაშვილმა აუცილებლად ექიმს უნდა მიაკითხოს, ან ნამუსიერება გამოიჩინოს.