კილაძის ანგარიშს აკრიტიკებენ

სოფო კილაძემ წარმოადგინა 2018 წელს ადამიანის უფლებების კომიტეტის ანგარიში.
ამ ანგარიშში არ არის ნახსენები:

  • მაჩალიკაშვილი
  • მუხთარლი
  • ხორავას საქმე
  • საარჩევნო უფლებები
  • ლგბტ უფლებები
  • შშმ პირების უფლებები
  • დევნილების უფლებები
  • ძალადობრივი ჯგუფების მიერ დარღვეული უფლებები
  • სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა.
    იმხელა აცდენაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის მოხსენებასთან, რომ გეგონებათ, ისლანდიის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ანგარიში მოვისმინეთ.
    ვეკითხებით, ლევან ჯიქურის მდგომარეობით თუ დაინტერესდა და თუ იყო მასთან ციხეში. არ გვპასუხობს.
    ვეკითხებით მაჩალიკაშვილზე. გვპასუხობს, რეკომენდაცია გავეცით,რომ გამოძიება დასრულდესო.
    ვეკითხებით ია კერძაიას საქმეზე. გვეუბნება, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთო. ოღონდ გამოძიება მორჩა.
    როდესაც ვეუბნებით, რატომ არ არის ეს საკითები ასახული კომიტეტის საქმიანობის ანგარიშშიო, გვეუბნება, რომ შინაარსში ნუ შევდივართო.
  • სირცხვილია