მსოფლიკო ბანკის ანგარიშის მიხედვით საქართველო დაწინაურდა

„ბიზნესის კეთების“ მსოფლიო ბანკის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და 190 ქვეყანაში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც წინა წელთან შედარებით 3 ერთეულით გაუმჯობესებულია. ქვეყანამ, ისტორიული მონაცემებით, 2019 წელს მაქსიმუმს მიაღწია და 83.28 ქულა აქვს. ამ მონაცემებით საქართველობ პირველად გაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, რომელიც მე-7 ადგილზეა, აშშ-ს – 8 ადგილზე და დიდი ბრიტანეთი – მე-9 ადგილზე. საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 100%-იანი სკალიდან 76.4% მიიღო, შესაბამისად ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილი დაიკავა. ბიზნესის დაწყების ინდიკატორში კი 100 ქულიდან 99.34 მოიპოვა.
განხორციელებული რეფორმების მიხედვით საქართველო ლიდერ ქვეყანად დასახელდა.
კანონის უზენაესობის რეიტინგის მხრივ საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.
აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.
საინტერესოა, ახლა რა მორიგ ინტრიგებს ჩახლართავენ ოპოზიციონერები. მათ, რატომღაც, ქვეყნის წარმატება საკუთან დამარცხებასთან აქვთ გაიგივებული. თუ ასეა, იმედია „სამშობლოს მტერი“ ოპოზიციონერები მარად დამარცხდებიან.