„ლურჯი ვეშაპი“, რა არის ის?

ყველასთვის ცნობილია ე.წ. თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომელიც სოციალურ ქსელში არსებობს და სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის.
„ლურჯი ვეშაპი“ ინტერნეტ „თამაშია“, რომელიც ბავშვებს უბიძგებს თვითდაზიანებისკენ, შემდეგ კი თვითმკვლელობისკენ. ე.წ. „თამაში“ 50 დღე გრძელდება და 50 დავალებისაგან შედგება, რომელსაც „კურატორები“ აწვდიან ბავშვებს. თუ კონკრეტულ დავალებას არ შეასრულებენ „თამაშიდან“ გაგდებითა და მძიმე შედეგებით ემუქრებიან. მუქარა ძირითადად მშობლების მიმართაა მიმართული, კერძოდ, კი მათი მოკვლით აშანტაჟებენ. „თამაშის“ დასაწყებად მონაწილეები სოციალურ გვერდზე პოსტავენ შესაბამის ლექსისმაგვარ ტექსტს, შესაბამისი ჰეშთეგით. მხოლოდ ამის შემდეგ უკავშირდებიან „კურატორები“ მოთამაშეებს.
თავდაპირველად „ლურჯი ვეშაპი“ რუსული სტატიით გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, ის „ნოვაია გაზეტამ“ გამოსცა. ვეშაპი – ეს სიტყა, როგორც ჩანს რუსული როკ ჯგუბის სიმღერიდან უნდა იყოს ნასესხები (“Огромный синий кит, Порвать не может сеть. Сдаваться или нет? Но все равно гореть!”), ხოლო 50 დავალება, რომელსაც მონაწილეები ასრულებენ წიგნიდან “50 დღე ჩემს თვითმკვლელობამდე“ უნდა იყოს შთაგონებული.
რუსეთის გარდა, დიდი დაინტერესება „ლურჯი ვეშაპის“ მიმართ აღინიშნა ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში. რუსეთში, 13 და 16 წლის გოგოების თვითმკვლელობის გამო, საქმე აღიძვრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. მათ პირად მიმოწერაში აღმოაჩინეს საეჭვო პირები, რომლებიც სუიციდის ჩადენისკენ უბიძგებდნენ ბავშვებს. სოციალური ქსელები და სხვა სერვისები ცდილობენ “თამაშთან” ბრძოლას. რუსულ სოციალურ ქსელშიც და, Instagram-ზეც ყურადღებით აკვირდებიან ჰეშთეგებს, ბლოკავენ საეჭვო ექაუნთებს, მოუწოდებენ “თამაშის” წინააღმდეგ და დაინტერესებულ მომხმარებლებს ამისამართებენ ბმულებზე, რომლებზეც მხარდაჭერის სიტყვები და ფსიქოლოგიური დახმარებისთვის ტელეფონებია გამოქვეყნებული.
გავრცელებული ინფორმაციით ამ თამაშმა საქართველოშიც შემოაღწია. 12 წლის გოგონა „კურატორის“ დავალებით მეხუთე სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებით გადაიყვანეს საავადმტოფოში. ასევე მოზარდი გოგონა გადმოხდა 13 სართულიდან და დაიღუპა. მისი მშობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ბავში „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლი გახდა. დაფიქსირებულია სხვა შემთხვევებიც.
ამ მდგომარეობაში ჩანს, თითქოს მშობლებს არაფრის გაკეთებაა შუძლიათ, თუმცა ეს ასე არ არის. ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ამ სიტუაციაში მოზარდის პირადი მიმოწერის წაკითხვასა და დრიურებში ქექვას უარესი შედეგები გამოაქვს. მშობელი უნდა დაელაპარაკოს ბავშვს და მიახვედროს რომ ღელავს ამ საკითხზე. მშობელი უნდა იყოს მტკიცე, აჩვენებდეს რომ ღელავს, თუმცა არ უნდა იყოს პანიკური. აუცილებელია ამ ასაკში მშობელი შვილს ესაუბრებოდეს, თუ „რა არის სიკვდილი“, „რა არის ცხოვრება და მისი აზრი“, „რა არის მეგობრობა და სიყვარული“. მთავარია მოზარდამდე მივიდეს ის მთავარი აზრი, თუ რა არის სიცოცხლე საკუთარი ფასეულობებით.