უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.
დაკავებისას საქართველოს მოქალაქემ შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია, რის შემდეგაც ის ადგილზე მოკლეს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია. მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.