სკამისტები კინოთეატრ „აპოლოში“ „მდიდრებისთვის“ და „ღარიბებისთვის“ შესასვლელ კარებს მიჯნავენ

28 სექტემბერს, „რეალური სივრცე“ კინოთეატრ „აპოლოს“ რესტავრაციის საკითხს დაეთმო. როგორც ირკვევა, აღნიშნულ კინოთეატრში იქნება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი და კაფე, თუმცა, რაც განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას არის, „აპოლოს“ ორი შესასვლელი კარი. ორივე კარს განსხვავებული ფუნქცია ექნება, პირველი იქნება „მაღალშემოსავლიანი“ საზოგადოებისთვის, ხოლო მეორე ე.წ. „დაბალშემოსავლიანებისთვის“. სახელმწიფო ამ სრულ კატასტოფას ხელს უწყობს, შესაბამისად ხელს უწყობს საზოგადოებაში ფენების გაჩენასასც. სრული დეგრადაცია – სხვა შეუძლებელია ამ ყოველივეს უწოდო. საქართველოში საპნის ოპერის სცენარისტობა ძალიან მარტივი გამოდის. თითქოს ის არ კმაროდეს, რომ საქართველოში ხელფასები ძირითადად მინიმალურ ზღვარზეა, ზღვარზე რომელიც თვითონვე დააწესეს, ახლა შესასვლეი კარებიც კი მაღალ-დაბალი ანაზღაურებადობით განისაზღვრება. როგორც ჩანს, ჯიბესქელ სკამისტებს არ სურთ იმ კარებიდანაც კი შევიდნენ კინოთეატრში, საიდანაც საზოგადოების ის ნაწილი შედის, რომელთა ხარჯებითაც გამდიდრდნენ.