ჩეხი მომღერალი, კარელ გოტი, გარდაიცვალა

ჩეხი საესტრადო მომღერალი, კარელ გოტი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა პროდიუსერმა, ანეტა შტოლცოვამ, განუცხადა. გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუზუსტებელია. სექტემბერში მან აღიარა რომ ექიმებმა მწვავე ლეიკემია დაუდგინეს და განაცხადა, რომ მკურნალობა პრაღის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიწყო. კერელ გოტს მეტსახელად ჩეხური პოპ-მუსიკის მეფესა და ჩეხელ ბულბულს უწოდებდნენ. მან ასევე მოიპოვა ცნობადობა საბჭოთა კავშირში და ჩაწერე რამდენიმე სიმღერა რუსულ ენაზე. გოტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩეხი მომღერალია. მან კარიერა დაიწყო 1950-იან წლებში.