თბილისის მერი დედაქალაქის ბიუჯეტს, უპრეცედენტოდ, 200 მილიონით ზრდის

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქის ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით გაიზრდება, ჯამურად კი მილიარდ 200 მილიონს შეადგენს. მისი განმარტებით, თანხის დიდი ნაწილი დედაქალაქის ინფრასტრუქტურისკენ იქნება მიმართული, კონსულტაცია კი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან უკვე გაიარა.
„მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წლის ბიუჯეტი, განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე“ – აცხადებს თბილისის მერი.
აღსანიშნავია, რომ დედაქალის ბიუჯეტს ამ ოდენობამდე ჯერ არასდროს მიუღწევია და ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა. მისი მერობის პერიოდში დედაქალაქში წინსვლის ფაქტები სახეზეა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალაძე არის მერი, რომელიც ნამდვილად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას.