“ტერაბანკისგან” აქცია იპოთეკურ სესხებზე

იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით — “ტერაბანკი” მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მსურველი, რომელიც იპოთეკურ სესხს “ტერაბანკში” აიღებს ან იგივე პროდუქტით სხვა ბანკიდან გადმოპორტირდება, დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებს.
კერძოდ, სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი — 9,33%, ეფექტური კი — 10,62%-ია. აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
„ეს მართლაც მიმზიდველი შეთავაზებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იპოთეკური სესხის აღება უნდათ. ვფიქრობთ, აქცის ხელსაყრელი პირობებით ბევრი მომხმარებელი ისარგებლებს“, – აცხადებენ ტერაბანკში.
აქცია ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ვრცელდება. სესხის მიზნობრიობა უძრავი ქონების შეძენა, რემონტი ან მშენებლობაა.