კალაძე დედაქალაქს „ჯიპების“ ქალაქს უწოდებს

„რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, სააკაძის მოედანზე ველობილიკი, რომ გაკეთდა არავინ სარგებლობს და მანქანებს ვერ აყენებენ. ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი, აუცილებლად იქნება ველობილიკები, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც შესაძლებელი იქნება გადაადგილება. პრიორიტეტის იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვანაირად შეუძლებელია. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როდესაც რაღაცას ვიწყებთ და ეხება კონკრეტულ ადამიანებს და დისკომფორტის ზონაში გადადიან, მაშინვე იწყებენ საუბარს რომ რას აკეთებენ, აზრზე არ არიან. ეს დამოკიდებულება მიუღებელია,არ არსებობს ისეთი რეფორმა, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. მთავარია ჩვენ სწორი აქცენტები გავაკეთოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.