პესკოვი იმედოვნებს რომ საქართველოდან ნეგატიური სიგნალები არ წამოვა

რუსეთი იმედოვნებს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა კონსტიტუციური დიალოგის საფუძველი გახდება.
როგორც რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პრეზიდენტი პუტინი თბილად აფასებს რუსეთ-საქართველოს ისტორიულ წარსულს და სურს, რომ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობა აღდგეს.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ საქართვოლოს მოსახლეობისგან ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრას წარმოუდგენელი ისტერიკა მოჰყვა.
როგორც მოსახლეობისგან, ასევე პოლიტიკიდანაც ნეგატიური სიგნალები მიდის, რაც შემაფერხებელი ხდება ქვეყნისთვის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაში, რამაც დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე, იკლო ტურისტთა რაოდენობამ ჩვენს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში მივიღებთ არა აყვავებულ, არამედ დეგრადირებულ ქვეყანას.
„ჩვენ ვიღებდით სიგნალს ხალხის მასისგან, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ამ მასაში იდგნენ, როდესაც ჩვენმა დეპუტატებმა გაჭირვებით შეძლეს თბილისიდან გამომგზავრება. ეს სიგნალები ჩვენ არ მოგვეწონა, რაც თბილისშიც იგრძნეს. მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ასეთი სიგნალების გარეშე ვიცხოვრებთ“- აცხადებს პესკოვი.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მიზანმიმართული შერცხვენა და დეგრადაცია? სირცხვილია და ამასთანაცე ფაქტია, რომ უვიცი ვითომ „ლიდერები“ ბროს უფსკრულისკენ მიუძღვებიან.