„თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარია

ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბაზრობის მეორე სართულზე ღია ცეცხლია.
ადგილზე ამ დროისთვის ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ წუთებში ხდება დამატებითი ძალების მობილიზებაც.