პრეზიდენტი-“რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე????”

სალომე ზურაბიშვილმა პირად ფეისბუქგვერდზე Balenciaga-ს ახალ კოლექციაზე სტატია გააზიარა და ფეისბუქფრენდებს კითხვა დაუსვა: “რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე????”

სავარაუდოდ, ამ ფორმით სალომე ზურაბიშვილმა გააპროტესტა ის კრიტიკა, რაც მის ჩაცმულობას მოყვა, ამერიკაში ვიზიტის დროს.
ის ლუქები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს BALENCIAGA SUMMER 20 SHOW-ზე წარადგინეს. ბალენსიაგას დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.