ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა

სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეამ ამოუცნობი ტიპის რამდენიმე რაკეტა გამოსცადა, მათ იაპონიის ზღვის მიმართულებით 450 კილომეტრი იფრინეს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, ჩრდილო კორეამ ამოუცნობი ჭურვი ვონსანიდან აღმოსავლეთით, ზღვის მიმართულებით გაუშვა.
იაპონიის სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ჩრდოლოეთ კორეამ რაკეტა გაუშვა და ხომალდებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ არანაირ ნარჩენებს არ მიუახლოვდნენ.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა იაპონია. პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა.
ფხენიანის მიერ რაკეტის მორიგ გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები განახლდება.