გია ყანჩელი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გია ყანჩელი გარდაიცვალა.

კომპოზიტორი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი.
გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვ. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: „ყვითელი ფოთლები“, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.