გიორგი გახარია-რუსეთთან ფრენების აღდგენას მივესალმები

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე, ასი ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით შესაძლო რისკების არსებობას, გიორგი გახარიას თქმით, “რისკები უნდა ვმართოთ ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში”.
“ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. ჯერ ერთი უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.