პუტინი-ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის შესახებ რუსთავი 2-ს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის ასრულებს ვალდებულებებს.
“როდის დაიწყებთ თქვენი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც 2008 წელს აიღეთ?” — ჰკითხა ჟურნალისტმა, მარიამ მენაბდემ.რუსეთის პრეზიდენტი დღეს ერევანში იმყოფება, სადაც ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს უმაღლესი სხდომა მიმდინარეობს.