გახარია ექსპერტებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა – „ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადეობა.
ეს შეხვედრა ნათლად წარმოაჩენს გიორგი გახარიას დამოკიდებულებას არსებული პრობლემების მიმართ, რადგან საქართველოს პრემიერ მინისტრი მზადაა მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.
აღსანიშნია, რომ გახარიამ 2020 წლის სახელწიფო ბიუჯეტზე საუბრისას ხაზი გაუსვა სოციალურ პასუხისმგებლობებს და წინა პლანზე წამოწია აღნიშნული საკითხი.
„სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დაასრულა მუშაობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გამოვიდა, დაბალანსებული. ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტივია. გვესმის, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კაპიტალური ხარჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური ამბობს, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა, ძირითადი ამოცანა იქნება.
„2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება. ისევე, როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითადი ამოცანა. მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურობის ზრდის ნაწილში. ამის რესურსი სხვადასხვა მიმართულებითაა – როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში. გარდა ამისა, რეგიონულ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ, რეგიონულ დონეზე კაპიტალური ხარჯები დღეს მილიარდ ორასი ათასზე მეტია და შესაბამისად, ყოველაფერს სჭირდება საკმაოდ სერიოზული კონტროლი – როგორც შიგნიდან, ასევე გარედან“, – განაცხადა გიორგი გახარია