ნათია თურნავა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ფოთში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის არსებობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, „თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია“.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის ვადებში ყველა ვალდებულება შესრულდება.
„ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი არის იგივე, რასაც ასეთ დროს ყოველთვის ვპასუხობ. მოდით, დაველოდოთ, ვაცალოთ. იმედს ვიქონიებთ, რომ ვალდებულებები შესრულებული იქნება. არ მინდა წინასწარ რაიმე ნეგატიური მოლოდინი შევქმნა. პირიქით, ჩვენი სურვილია და ჩვენი ქმედებაც აქეთკენ იყო მიმართული, რომ ინვესტორმა ანაკლიაში დროულად შეასრულოს თვისი ვალდებულებები. ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია და ჩვენ გვაწამს, რომ ინვესტორი მოახერხებს ამის გაკეთებას“ – ამბობს მინისტრი.