მარშანია ბოკერიას – „მკვლელი ხარ შენ, უნამუსო“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსეთუმე „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ადა მარშანიამ, ყოფილ ნაცსექტანტს, ახლა კი „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მისი გაღიზიანება ბოკერიას გამოსვლას მოჰყვა, რომელიც „მუხროვანის ამბოხზე“ საუბრობდა.
„სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა. გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ,” – ამ სიტყვებით მიმართა მარშანიამ ბოკერიას.
მარშანიამ შეურაცხყოფა მიაყენა როგორც ბოკერიას, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებსაც. ეს ბოკერიას პასუხს მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ უჭირს ის, რომ “პუტინის ხალხი უზით უკან.”