როგორ მოვერიოთ უაზრო ღელვასა და შფოთს

არაფერი ხდება, თუმცა თქვენ მაინც სულ წუხთ და ნერვიულობთ. გეჩვენებათ, რომ რაღაც გამოუსწორებელი ხდება. სინამდვილეში, შფოთვა სრულიად ბუნებრივია. თუ ადამიანს არაფრის ეშინია და არაფერზე არ წუხს, ის უბრალოდ ვერ აღიარებს პოტენციურად სახიფათო სიტუაციებს და, შედეგად, ვერ იცავდს საკუთარ თავს. თუმცა სხვა არის მუდმივი ღელვა, რომელიც არის დამღლელი, თითქოს ენერგიისგან გფიტავს, ამცირებს ცხოვრების ხარისხს, ზოგჯერ კი არასასიამოვნო სიმპტომების მიზეზიც ხდება, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ან კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება. ჩვენ კი ვეძებთ მარტივ და ეფექტურ გზებს, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს სიმშვიდეს.
• შეგიძლიათ დაკავდეთ იოგით, ან უბრალოდ გაისეირნოთ პარკში. ადამიანებს, რომლებიც ბევრს მოძრაობენ, უფრო დაბალი შფოთვა აქვთ, მათთან შედარებით, რომლებიც მეტწილად ჯდომა უწევთ. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ რეკომენდაციას უწევენ კვირაში 150 წუთით აირობიკით დაკავავებას. მაგალითად, კვირაში ხუთჯერ შეგიძლიათ 30 წუთის განმავლობაში იცეკვოთ ან ისეირნოთ ველოსიპედით, მთავარია ამისგან სიამოვნება მიიღოთ.
• სუნთქვის ვარჯიშები მიეკუთვნება ე.წ. რელაქსაციის მეთოდებს, მათი დანიშნულებაა დაეხმაროს ხალხს დამშვიდებაში. ღრმა სუნთქვა ხელს უწყობს გულისცემის შემცირებას და არტერიული წნევის დაქვეითებას, როდესაც ადამიანი ნერვიულობს. სავარჯიშოების გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას და ნებისმიერ მოსახერხებელ მდგომარეობაში. გთასვაზობთ, სუნთქვის ვარჯიშის მაგალითს: ბევრ ძალისხმევის გარეშე ჩაისუნთქეთ ჰაერი ცხვირიდან (შეგიძლიათ პროცესში დაითვალოთ ხუთამდე), შემდეგ კი ამოისუნთქეთ პირიდან (ასევე დაითვალეთ ხუთამდე).
• მედიტაცია ასევე დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. რა თქმა უნდა, ეს არ არის უნივერსალური საშუალება, მაგრამ მას შეუძლია დაგეხმაროთ სტრესთან ბრძოლაში, ასევე შფოთვითი აშლილობის მკურნალობაში (მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც თანმხლები ღონისძიება).
• ვალერიანი ითვლება უსაფრთხოდ (რეკომენდებული დოზებით), მაგრამ მათი დალევა არ არის რეკომენდებული რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში: დიდი ხნის გამოყენების შემთხვევაში, სხეულზე მისი ზემოქმედება გამოკვლეული არ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვალერიანს, ისევე როგორც სხვა მცენარეულ დამაშვიდებლებს, აქვს გვერდითი მოვლენები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი მედიკამენტების მიღებამდე უნდა დაელაპარაკოთ ექიმს (განსაკუთრებით თუ უკვე იღებთ სხვა მედიკამენტებს).
• ძილის ნაკლებობა ამძაფრებს სიტუაციას და მშფოთვარე ადამიანებს კიდევ უფრო აწუხებს. ჭამა, დაბალანსებული დიეტა, ასევე სათანადო დასვენება. გარდა ამისა, თქვენ არ უნდა ჩაიკეტოთ თავი: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, სტაბილური და ღრმა სოციალური კავშირები ხელს უწყობს თქვენი სიმშვიდის შენარჩუნებას. ჰობი ან სწავლის უნარი – იქნება ეს ფერწერა თუ ახალი ენა – ხელს უწყობს ცხოვრებიდან უფრო მეტი სიამოვნების მიღებას და ამაღლებს თვითშეფასებას.
• იმისათვის, რომ მდგომარეობა არ გაგირთულდეთ ბოროტად ნუ გამოიყენებთ სიგარეტსა და ყავა, ისინი მხოლოდ ამძაფრებენ სიტუაციას. იგივე ეხება ალკოჰოლსაც: დიახ, ის გარკვეული დრო გეხმარებათ დამშვიდებაში, თუმცა ეს არის ალკოჰოლზე დამოკიდებულების ერთ-ერთი პირდაპირი გზა.
იმ შემთხვევაში, თუ არცერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა საშუალებებმა არ გიშველათ უმჯობესი იქნება მიმართოთ ექიმს.