ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდას მოწყდა აისბერგი, რომელიც 315 მილიარდ ტონას იწონის, ამის შესახებ BBC წერს.
აისბერგის ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრია. მეცნიერების მტკიცებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ყინულოვან კონტინენტს მოწყდა. ისინი აცხადებენ, რომ აისბერგს მუდმივი დაკვირვება სჭირდება, რათა გემებს ოკეანეში გადაადგილებისას საფრთხე არ შეუქმნას.
უკანასკნელად ეიმერის მყინვარს აისბერგი 1960 წელს მოწყდა, რომლის სიდიდე 9 ათას კვადრატულ კილომეტრს წარმოადგენდა.
თუმცა, როგორც აშშ-ის სკრიპისის ინსტიტუტის პროფესორმა ხელენ ფრიკერმა განაცხადა, აღნიშნული მოვლენა გლობალურ დათბობას არ უკავშირდება.