1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ნაწილი დაიწყო

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმების მეორე ეტაპი დაიწყო, ამასთან დაკავშირებით, ტაქსების გარკვეულმა ნაწილმა უკვე გაიარა კატეგორიზაცია. ვიცე-მერის განმარტებით, ტაქსების 24% A – კატეგორიაში ჩაირიცხა, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაცია ჯერ არ დასრულებულა. მისი განმარტებით, მხოლოდ 2021 წლის პირველ ივნისამდე შეძლებენ მარჯვენასაჭიანი ტაქსები მუშაობას B კატეგორიაში.