მაიკ პომპეო პრემიერ გახარია თანამდებობას ულოცავს

მაიკლ პომპეო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. სახელმწიფო მდივანი პომპეო მილოცვაში ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
მილოცვაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„აშშ ერთგულია 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე და რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ – აცხადებს პომპეო მილოცვაში.