თურნავამ მეშახტეებს სამართლიანობა დაუბრუნა

მეშახტეებმა თავიანთი კუთვნილი ანაზღაურება მიიღეს. როგორც ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აღნიშნავს ინვესტორებმა თავიანთი პირობა შეასრულეს და იმედოვნებს, რომ სხვა დაპირებებსაც შეასრულებენ.
„დიდი იმედი მაქვს და ამას კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგები”- განაცხადა თურნავამ.
სახელმწიფოსა და მინისტრის ოპერატიული ქმედებით მწვავე პრობლემა გადაიჭრა, აღსანიშნავია ისიც, რომ თურნავას კონტაქტი აქვს ინვესტორებთანაც და მეშახტეებთანაც. მისი განმარტებით მნიშვნელოვანია მალე აღდგეს შახტებში მუშაობა, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პრიორიტეტულობის შემთხვევაში.