სიღნაღში სასტუმრო „ნიკალა“ დაიწვა. განადგურებულია შენობის დიდი ნაწილი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ბევრი სხვა ნივთვი. ასევე დაიწვა იქვე არსებული ღვინის მაღაზიაც.
რა გახდა ცეცხლის წარმოშობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
