პუტინის „განსადევნად“ შამანის აქტივისტები ახალ მსვლელობას გეგმავენ

ალექსანდრე გაბიშევის, იაკუტელი შამანის მიმდევრები მოსკოვისკენ მსვლელობის გაგრძელებას აპირებენ. მათი მსვლელობა ორ კვირაში ნოვოსიბირსკიდან იგეგმება. როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, ისინი მზად არიან მორიგი პოლიტპატიმრობისთვის.
შამანის ასეთი გულმხურვალე ბრძოლა პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ გამოწვეულია იმით, რომ მას პუტინი ბნელი ძალების პირმშოდ მიაჩნია. ამ ბრალდებისთვის ის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მეორე დღეს გაათავისუფლეს.