სოფო ჭყონია, BOF500-ის რეიტინგში მოხვდა

BOF500-ის რეიტინგში, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი, სოფო ჭყონია შევიდა. ის ერთადერთი ქართველი წარმომადგენელია ძმები – დემნა და გურამ გავასალიების შემდეგ. The Business of Fashion-მა 2019 წლის რეიტინგი წარმოადგინა, რომელშიც ჭყონია იყო დასახელებული იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ქმნიან, ავითარებენ, ცვლიან მოდას და გავლენას ახდენენ ინდუსტრიაზე.