ნათია თურნავას განცხადებით რუსეთთან ავიამიმოსვლების შეწყვეტამ ქვეყანა დააზარალა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე აცხადებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოსთვის პოზიტიური სიგნალი იქნება, რაც ჩვენს ბაზარს განვითარებას მოუტანს. ამ შედეგებზე, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლები არ ფიქრობენ, პოლიტიკური სწორი ხედვა, ზოგჯერ კომპრომისებზე წასვლას გულისხმობს.
თურნავამ, ასევე ისაუბრა მცირე და საოჯახო სასტუმროებზე.
„ჩვენი სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს. აქედან გამომდინარე, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა იქნება ძალიან დადებითი განვითარება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ტურიზმს, ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, ჩვენთვის კარგი და დადებითია”- განაცხადა ნათია თურნავამ.
შესაძლოა, ამასთანავე სასურველია, თუ რუსეთთან ავიამიმოსვლები აღადგება, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამან ჩვენი ქვეყანა დააზარალა. იმედია საქართველოს წინსვლას „ნაცისტები“, „სირცხვილიები“ და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს არ შეუშლიან. შეგახსნებთ, ავიამომოსვლების გაუქმების მიზეზი საქართველოში რუსოფობების აგრესიული ქმედება იყო.