საფრანგეთი ყოფილ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს ეთხოვება

ჟაკ შირაკის გამოსამშვიდობებელი ცერემონია პარიზში, სენ-სულპისის ეკლესიაში იმართება.
ცერემონია ადგილობრივი დროით – 12 საათზე დაიწყო. შირაკის ნეშტის “ინვალიდების სახლში” დასვენება თავად განსვენებულის ოჯახმა მოითხოვა.
შირაკის დაკრძალვაზე ჩავიდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ლიბანის პრემიერი საად ჰარირი, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის უმცროსი შვილი პრინცი ედუარდი და სხვები. შირაკის დაკრძალვაზე ასევე ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ჟაკ შირაკს სასაფლაო მონპარნასზე, უფროსი ქალიშვილის გვერდით დაკრძალავენ.