„გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს“

„მსოფლიო რაგბი“ საქართველოს ბოდიშს უხდის. საქმე ისაა, რომ საქართველო-ურუგვაის თამაშის მსვლელობისას, რუსი მომღერლის, ვალერი მელაძის სიმღერა გაჟღერდა.
„ისინი რუსულ სიმღერას უკრავდნენ მატჩის შემდეგ. ქართველი მღეროდა, მაგრამ ეს რუსული სიმღერა იყო. გვსურს გითხრათ, რომ საქათველო რუსეთი არ არის. ჩვენთან განსხვავებული ენა და კულტურაა. ძალიან გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ“- განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა.
„გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს ამ უხერხულობისთვის. ჩვენ ეს ამბავი განვიხილეთ ორგანიზატორებთან, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს“. – აცხადებს „მსოფლიო რაგბის“ პრესმდივანი.