ყიფშიძეზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაიჭრა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც უწყება აცხადებს, აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.