„სირცხვილიას“ მორიგი მიზეზი აქციისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „სირცხვილიამ“ კვლავ 20 კაციანია აქცია ჩაატარა. დროა გაიგოს „სირცხვილიამ“, რომ მათი ამგვარი ქმედება ქვეყნისთვისა და მისი ტურისტული პოტენციალისთვის ნამდვილად სირცხვილია. აქციის მონაწილეები დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას აპროტესტებენ.
“ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც ქართული ოცნებაა და ვეტყვით, რომ მსგავსი შეხვედრები სირცხვილია” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა თანამონაწილემ. ქმედება, რომელსაც ისინი მიმართავენ გაუაზრებელი ზარალის მომტანია ქვეყნისთვის. ოდესღაც, გერმანიაც ნაცისტური იდეოლოგიის წარმომადგენელი იყო, თუმცა ამის გამო დიპლომატიურ ურთიერთობებს დღეს არავინ წყვეტს. „სირცხვილიების“ ქუჩაში უაზრო ტიტინს აჯობებს სამომავლოდ იფიქრონ, თუმცა შორსმჭვრეტელობის ნიჭი, როგორც ჩანს, ყველასთვის არ უჩუქნია უფალს.