პრემიერ გახარიას განმარტებით, 2020 წლიდან პენსიები და ხელფასები საგრძნობლად გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ 2020 წლიდან პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.
კონკრეტულად კი, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 50 ლარით გაიზრდება პენსია, ხოლო 70 წლამდე პენსიონერთათვის 20 ლარით.
ამასთან, 2020 წელს გარკვეული პროფესიის პირებისთვისაც იგეგმება ხელფასის მატება. კერძოდ, სკოლის მასწავლებლებისთვის ანაზღაურება გაიზრდება 300 ლარით, საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის – 100 ლარით, ხოლო სამართალდამცავთათვის, ჯარისკაცებისთვისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის – მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით.